ახალი წელი და შობა ბავშვებისთვის განსაკუთრებული სიხარულის მომტანია. ისინი განსაკუთრებული ენთუზიაზმით ელოდებიან თოვლის ბაბუასა თუ სანტა კლაუსისგან ბუხართან დაწყობილ საჩუქრებს, მფრინავ ირმებზე, ელფებსა და გნომებზე მოთხრობილ საინტერესო ისტორიებს.
ახალ წელთან დაკავშირებულ ტრადიციებს, მის მნიშვნელობასა და აღნიშვნის თავისებურებებს წარმოგიდგენთ საახალწლო-საგანმანათლებლო პროგრამაში — „ჯადოსნური ახალი წელი“.
პროგრამა ჩატარდება 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის იანვრის ჩათვლით, ყოველდღე, სამშაბათის გარდა, 12:00 საათზე – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
• მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
• ასაკობრივი ჯგუფი: 6 წლიდან
• ხანგრძლივობა: 90 წუთი
• ღირებულება: 10 ლარი

