26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე (სამშაბათის გარდა), 15:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმში, ჩატარდება საგანმანათლებლო – შემეცნებითი პროგრამა – „ქალები წარსულიდან“. პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილ მრავალფეროვან მასალას და მოისმენენ:
◈ ქართველ ქალთა განათლებისა და საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობის ისტორიას;
◈ ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის შეხედულებებს ქალთა უფლებებისა და თანამედროვე ქალის როლის შესახებ;
◈ ინფორმაციას XIX საუკუნის კულტურულ და საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწე ქართველ ქალებზე.
პროგრამა დასრულდება მონაწილეთა ჩართულობით.
ჯგუფების შემთხვევაში, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
მისამართი: თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. №7.
დასწრება თავისუფალია.

