17 ნოემბერს, გალაკტიონ ტაბიძის 134-ე დაბადების დღეს, სახლში, სადაც პოეტმა სიცოცხლის ბოლო 24 წელი გაატარა, წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით – ,,დაბადებიდან – გარდაცვალებამდე… დიახ, სახელი უკვდავების დამერქმეოდა“.
გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა სხვადასხვა შინაარსისა და ფორმის, პოეტის აქამდე უცნობ პიესებს, ნოველებს, ჩანაწერებს, ჩანახატებსა და პირად მიმოწერას.
გახსნა: 17 ნოემბერი, 15:00 საათი
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი, კოტე მარჯანიშვილის №4
დასწრება თავისუფალია!

