1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქ.თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმში, 14:00 საათზე გაიმართა სპექტაკლი – „ტყის კომედია”, რომელიც ვაჟა ფშაველას მოტივების მიხედვით შეიქმნა.
ქ. საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა თოჯინების თეატრის ისტორია 1956 წლიდან იწყება, იგი სახალხო თეატრის მსახიობმა და პედაგოგმა ილია ბუზიაშვილმა დააფუძნა. უკვე რამდენიმე წელია მის ბაზაზე – ,,ხუთკუნჭულა” – საგარეჯოს ბავშვთა ექსპერიმენტალური თოჯინების თეატრი არსებობს და პატარა ხელოვანებმა ამ მოკლე დროში არაერთ წარმატებას მიაღწიეს!