მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული
2025 წლის 18 – 25 მაისი
მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში
2025 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა იყო „მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში“ – ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ მუზეუმები გლობალურ სოციალურ, ტექნოლოგიურ და ეკოლოგიურ ცვლილებებზე და როგორ ეხმარებიან საზოგადოებას ამ პროცესებში.
ICOM-ის მიერ შერჩეული წლევანდელი საერთაშორისო დღის თემის კონცეფცია ეფუძნებოდა გაეროს მდგრადი განვითარების სამ მიზანს:
– მიზანი 8 – განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობები ადგილობრივი ეკონომიკისთვის
– მიზანი 9 – ინოვაცია, ტექნოლოგიები და ხელმისაწვდომობა
– მიზანი 11 – ინკლუზიური და მდგრადი ურბანული განვითარება
მუზეუმის საერთაშორისო დღე 2020 წლიდან მოყოლებული გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს უწყობს ფეხს.
2025 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემის „მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში“ შესაბამისად, თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებში საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ყოველდღე, ფიქსირებულ დროს ჩატარდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები, ტურები, თამაშები, ვორქშოფები. მათ შორისაა საგანგებოდ კვირეულისთვის მომზადებული აქტივობები, რომელთა შეთავაზებაც საზოგადოებისათვის მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის (18 – 25 მაისი) ფარგლებში მოხდა.
1. ვორქშოფი „წიგნის ახალი სიცოცხლე“ – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
2. საგანმანათლებლო პროგრამა „მუსეიონიდან მუზეუმამდე“ – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
3. საგანმანათლებლო პროგრამა „აღბეჭდილი წამი“ – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი
4. საგანმანათლებლო პროგრამა „როგორ დავიცვათ დედამიწა“ – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი
5. საფეხმავლო ტური „გოლოვინი… ოპერიდან ოპერამდე“ – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი