ხუთშაბათობა

15 - ხუთშაბათობა

ხუთშაბათობა

თბილისის მუზეუმების გაერთიანებას არაერთი მიზანი გააჩნია, მათ შორისაა – აღადგინოს ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ტრადიცია ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში.

1980-იანი წლებიდან ცენტრალურ ევროპაში განვითარებულმა მოვლენებმა შექმნეს პირობები დასახლებათა ისეთი განვითარებისა, რითაც შესაძლებელი გახდა მათი ჩამოყალიბებული სოციალური ფასეულობების შენარჩუნება და განვითარება. ამას შენარჩუნებადი ქალაქგანახლება შეერქვა. ის დღემდე მოქმედებს და, მიუხედავად იქაურ ეკონომიკურ ელიტათა ნაწილის დესტრუქციული საქმიანობისა, ქმნის ქალაქგანახლების ძირითად მიმართულებას. მას აქეთ სამართლებრივადაა დადგენილი ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარება, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებათა ჩამოყალიბებულ ფასეულობებს ეყრდნობა და სოციალური იდეალებისკენ მათ განვითარებას გეგმავს.

საქართველოსთვის შემობრუნების ამ მომენტში აუცილებელია შეიქმნას თუნდაც აზრობრივი საფუძვლები განვითარების ჯანსაღი გაგებისა, ე.ი. ისეთი გაგებისა, როცა აწმყო წარსულისა და მომავლის შეხვედრად იქნება გაგებული, როცა საკაცობრიო იდეალებით აღბეჭდილი სამომავლო დაგეგმვა არსებულ ადგილობრივ ფასეულობებს დაეყრდნობა და ამით საზოგადოების ჯანსაღ განვითარებას განაპირობებს. 

თბილისის ქალაქგანვითარებაში ეს პრაქტიკულადაც შესაძლებელია, თუ მის ხელმძღვანელთა ცენტრალურევროპული შესაბამისი ორიენტაცია და ნება იარსებებს. ეს შექმნის თბილისის ქალაქგანვითარების აშკარა ჩიხიდან გამოსვლის სასაფუძვლო პირობას, რაც ქალაქმგეგმარებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მოქალაქეთა აქტიურობაშიც ჰპოვებს გამოხატულებას.

,,ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქის მნიშვნელობის წარმოჩენას საქართველოს ისტორიის კონტექსტში.

შესაბამისად, 22 მაისს, 19:00 საათზე- ტრადიციული „ხუთშაბათობის“ ფარგლებში ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ჩატარდა – ზურაბ ბაქრაძის საჯარო ლექცია „შენარჩუნებადი განახლება და ქალაქი”.

The goal of the Union of Tbilisi Museums is to revive the tradition of “Thursday Gatherings” initiated by Ilia Chavchavadze at the Ilia Chavchavadze Literary-Memorial Museum in Tbilisi. The format of these “Thursday Gatherings” includes public lectures by individuals actively engaged in contemporary cultural and educational processes, and highlights the legacy of Ilia Chavchavadze and his contemporaries, shedding light on their contributions and the significance of their era within the broader context of Georgian history.