გიფიქრიათ რა არის ახალი წელი? როდის ან რატომ გაჩნდა იგი? ან რატომ აღნიშნავს ახალ წელს კაცობრიობა ?
შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა „ჯადოსნური ახალი წელი“ გაგაცნობთ ახალი წლის აღმოცენებასთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს მსოფლიოში და საქართველოში. ახალ წლის აღნიშვნის უძველეს, ყველაზე უცნაურ და ორიგინალურ ტრადიციებს, ახალი წლის სიმბოლოებსა და ატრიბუტებს, თოვლის ბაბუისა და სანტა კლაუსის, მეკვლის, ნაძვის ხისა და საახალწლო სათამაშოების ისტორიას.
ერთად გავარკვიოთ რატომ არის ახალი წლის ღამე ჯადოსნური და როგორ სრულდება ჩვენი საახალწლო სურვილები.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო, ვიდეო და აუდიომასალის გამოყენებით მოისმენენ და გაეცნობიან:
- ✥ ახალი წლის აღნიშვნის მნიშვნელობას და ისტორიას;
✥ კალენდრის არსს და მისი წარმოშობის ისტორიას;
✥ ევროპისა და აზიის ქვეყნების საახალწლო ტრადიციებსა და თავისებურებებს;
✥ახალი წლის სიმბოლოების: ნაძვის ხის, ნაძვის ხის სათამაშოების, სანტა კლაუსის, მეკვლის და სხვათა მნიშვნელობას;
✥ ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციას საქართველოში. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ საახალწლო წეს-ჩვეულებებით.
პროგრამა სრულდება აქტივობით, რომელშიც მონაწილეები საკუთარი ხელით შექმნიან საახალწლო სიმბოლოებს და ატრიბუტებს.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
- ◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 6 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ყოველდღე (სამშაბათის გარდა) – 12:00 საათი - ◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7
◈ ტელ. (032) 2305001, 577270045