მოდა თუ სტილი?

new მოდა თუ სტილი - მოდა თუ სტილი?

ყველაფერი ახალი – კარგად დავიწყებული ძველია…

გაინტერესებთ, რა არის დღეს მოდაში და რა იყო მოდაში, თუნდაც ორი საუკუნის წინ?
ან ის თუ გაინტერესებთ, ვინ შექმნა პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და რატომ?
ემორჩილება კი ბალეტი მოდის კანონებს?

ამ და სხვა მრავალ კითხვაზე მოისმენთ მრავალფეროვან პასუხებს – ყველაფერ იმას, რაც ტანსაცმელს, კოსტიუმებს, მოდასა და სტილს უკავშირდება.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „მოდა თუ სტილი“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ დაუვიწყარი ამბები და სიურპრიზები …

ექსკურსია ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ კი, მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით, ნახავენ და მოისმენენ:

✥ ტანსაცმლის შექმნის ისტორიას;
✥ ბალეტისა და საბალეტო ტანსაცმლის შექმნის ისტორიას;
✥ ჩაერთვებიან სახალისო ვიქტორინაში და თავად შექმნიან მათთვის სასურველი ტანსაცმლისა და აქსესუარების მოდელებს.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 6 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ხუთშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი: დავით აღმაშენებლის გამზირი N83/23
◈ 577 27 00 45 | (032) 2 30 50 01