თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარებს უმასპინძლა

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში უმასპინძლა ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარებს, რომლებსაც საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა "თოჯინების ისტორია" ჩაუტარდათ. პროგრამა გაერთიანების მეთოჯინემ, ბაჩო ცანავამ ჩაატარა. ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ფაქტები არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ; სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიები; ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორია; გაეცნენ მეთოჯინის პროფესიას და პროგრამის ბოლოს, თავად შექმნეს ქართული ტრადიციული დედოფალები. — მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად,...

სრულად

ვორკშოპი „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“ ღია ცის ქვეშ

10 სექტემბერს არტოს ბაღში თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ კიდევ ერთი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვორკშოპით უმასპინძლა ბავშვებს. „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების პედაგოგ-გიდმა, მარიამ გაბისონიამ, ჩაატარა. ვორკშოპის მონაწილეებმა მოისმინეს ბალეტისა და საბალეტო ტანსაცმლის შექმნის ისტორია, მაკნატუნას თავგადასავალი და თავად გახდნენ ზღაპრის ავტორები.

სრულად

„თოჯინების ისტორია“ – ვორკშოპი ბავშვებისთვის ღია ცის ქვეშ

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარებას – ღია ცის ქვეშ. 25 ივლისს, არტოს ბაღში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა/ვორკშოპი „თოჯინების ისტორია“ ჩატარდა. ბავშვებმა მოისმინეს: ✥ საინტერესო ფაქტები არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ; ✥ სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიები; ✥ ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორია; ✥ გაეცნენ მეთოჯინის პროფესიას; ✥ პროგრამის ბოლოს კი, მონაწილეებმა თავად შექმნეს ქართული ტრადიციული დედოფალები....

სრულად