თავისუფალი გზავნილები

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო პრაქტიკული ვორქშოპის  „თავისუფალი გზავნილები“ მიზანია შედგეს ინტერაქტიული დიალოგი დაინტერესებულ პირებთან თავისუფალი აზრის გამოხატვის ფორმებსა და შესაძლებლობაზე და  შექმნან თავისუფალი გზავნილები მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სათქმელის გამოხატვის განსხვავებულ ფორმებს ხელოვნებაში;   როგორ იქცა უძველესი კედლის მხატვრობა პროტესტისა და აზრის გამოხატვის საშუალებად; როგორ გადაიქცა პროტესტის გამოხატვის ფორმა ხელოვნებად; რა სათქმელს იტევს Street Art-ის თავისუფალი...

სრულად

აღბეჭდილი წამი

გალაქტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო პრაქტიკული ვორქშოპის  „აღბეჭდილი წამი“  მიზანია მონაწილეებს აჩვენოს, თუ როგორ ცდილობდნენ ადამიანები საუკუნეების განმავლობაში „შეენახათ“ დრო,  გაეჩერებინათ წამი და აღებეჭდათ მსოფლიო ისტორიის ესა თუ ის   მოვლენა. დროის ფენომენი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და მნიშვნელოვანი იდეაა კაცობრიობის ისტორიაში. მასზე უძველესი დროიდან დღემდე მრავალი ფილოსოფოსი, ხელოვანი, მწერალი თუ სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ფიქრობდა, საუბრობდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ვორქშოფის ფარგლებში...

სრულად

მუსიკა და ფერები

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო პრაქტიკული ვორქშოპის „მუსიკა და ფერები“ მიზანია გააცნოს სკოლამდელ და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მუსიკალური ნოტები, ფერების ისტორია და მათი ურთიერთკავშირი. ფერები ჩვენს ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ისინი სამყაროს აღქმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას, გრძნობებს, განწყობას და სხვადასხვა ემოციას უკავშირდება. თუ ფერები წარსულში რიტუალურ დატვირთვას ატარებდა, დროთა განმავლობაში  ახალ დანიშნულებას და მნიშვნელობას იძენს. ვორქშოპის...

სრულად

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარებს უმასპინძლა

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში უმასპინძლა ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარებს, რომლებსაც საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა "თოჯინების ისტორია" ჩაუტარდათ. პროგრამა გაერთიანების მეთოჯინემ, ბაჩო ცანავამ ჩაატარა. ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ფაქტები არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ; სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიები; ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორია; გაეცნენ მეთოჯინის პროფესიას და პროგრამის ბოლოს, თავად შექმნეს ქართული ტრადიციული დედოფალები. — მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად,...

სრულად

ვორკშოპი „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“ ღია ცის ქვეშ

10 სექტემბერს არტოს ბაღში თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ კიდევ ერთი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვორკშოპით უმასპინძლა ბავშვებს. „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების პედაგოგ-გიდმა, მარიამ გაბისონიამ, ჩაატარა. ვორკშოპის მონაწილეებმა მოისმინეს ბალეტისა და საბალეტო ტანსაცმლის შექმნის ისტორია, მაკნატუნას თავგადასავალი და თავად გახდნენ ზღაპრის ავტორები.

სრულად

„თოჯინების ისტორია“ – ვორკშოპი ბავშვებისთვის ღია ცის ქვეშ

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარებას – ღია ცის ქვეშ. 25 ივლისს, არტოს ბაღში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა/ვორკშოპი „თოჯინების ისტორია“ ჩატარდა. ბავშვებმა მოისმინეს: ✥ საინტერესო ფაქტები არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ; ✥ სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიები; ✥ ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორია; ✥ გაეცნენ მეთოჯინის პროფესიას; ✥ პროგრამის ბოლოს კი, მონაწილეებმა თავად შექმნეს ქართული ტრადიციული დედოფალები....

სრულად