დემოკრატიულ პრონციპებზე დამყარებულ საზოგადოებაში ყველა ადამიანი თანასწორია და აქვს განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისა და საზოგადოებაში სრულყოფილი ფუნქციონირების უფლება.

ინკლუზიური განათლება თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიდგომაა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების სფეროში.

ინკლუზიური განათლების მიზანია, ყველა ბავშვს მისცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა.  ინკლუზიური განათლება არ გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მხოლოდ საკლასო ოთახში ყოფნას და თანატოლებთან ერთად გარკვეული დროის გატარებას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიანი განათლების მიღებას მეგობრულ გარემოში, სადაც არსებობს მრავალფეროვნება და იგი აღიარებულია როგორც თითოეული მოსწავლის სულიერი გამდიდრების წყარო.

სწორედ ასეთ მეგობრულ და მრვალფეროვან არაფორმალურ საგანმანათლებლო  გარემოს სთავაზობს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს თბილისის მერიის  მუზეუმების გაერთიანება თავისი შენეცნებით-საგანამანათლებლო პროგრამებით.