ინფორმაცია
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრი 2018 წლის 1 ნოემბერს გაიხსნა და ბავშვებსა და მოზარდებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვადასხვა თემატურ ვორკშოპს სთავაზობს.
საგანმანათლებლო ცენტრი თავისი პროგრამებით წარმოადგენს ისეთ სივრცეს, სადაც ბავშვებიცა და მოზარდებიც იღებენ არა მხოლოდ განათლებას, არამედ სოციალური ურთიერთობების გამოცდილებასაც.
საგანმანათლებლო ცენტრის გარემო და საგანმანათლებლო პროგრამები ხელს უწყობს ბავშვებსა და მოზარდებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ეხმარება სამყაროს უკეთ შეცნობაში. ამ გარემოში ისინი იმ ადამიანთა შორის არიან, ვინც მათ მიმართ კეთილგანწყობილია.
დღეისათვის გაერთიანების მუზეუმებში მიმდინარეობს 30-მდე სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს სამუზეუმო ნივთებით მდიდარ გარემოში ცოდნის გაღრმავების უნიკალურ შესაძლებლობას. ინტერაქციისა და პრაქტიკული თამაშების მეშვეობით, პროგრამის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ დაიკმაყოფილონ საკუთარი ცნობისმოყვარეობა, გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება.
სწავლის პროცესი მარტივი და საინტერესოა და რაც მთავრია, მათ ყველაფერი გამოსდით: ქართული ტრადიციული დედოფალები და იაპონური თოჯინები, საახალწლო მისალოცები და საჩუქრები.