თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისია სასწავლო პროცესში სამუზეუმო ფონდების აქტიური გამოყენება და საგანმანათლებლო რესურსებად ქცევაა.
სამუზეუმო განათლების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებების ინტეგრირებული სწავლებისთვის ხელშეწყობა მუზეუმში გაკვეთილის ჩატარებით, რისთვისაც იგი მის ხელთ არსებულ მდიდარ ფონდებს იყენებს.
ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებით დაინტერესებულ პედაგოგებს მუზეუმი სთავაზობს ისეთ სივრცეს, რომელიც მათ გაკვეთილებს პირველწყაროზე დაყრდნობით ინფორმაციული კუთხით გაამდიდრებს და საშუალებას მისცემს „გამოიყვანონ“ მოსწავლეები სკოლის გაკვეთილების საზღვრებიდან და გახადონ ისინი პროცესის თანამონაწილეები.
დღეისათვის თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში მიმდინარეობს 30 დასახელების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც შემეცნებითთან ერთად ინტერაქტიულიცაა.
ყველა პროგრამა სრულდება პრაქტიკული სამუშაოთი.
პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე მონაწილეები საკუთარი ხელით ამზადებენ: თოჯინებს, ბალერინებს და ა.შ.
საგანმანათლებლო პროგრამები, მუზეუმების გარდა, ტარდება საგანმანათლებლო ცენტრშიც, სადაც ასევე იმართება სხვადასხვა თემატური თუ სეზონური ვორკშოპი. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მუდამ ბავშვების ჟრიამულია.
საგანმანათლებლო ცენტრი ნებისმიერ მსურველს მრავალფეროვან საგანმანთლებლო პროგრამასა და ვორკშოპს სთავაზობს, რომლებსაც პროფესიონალი მეთოჯინეები უძღვებიან.
ინტერაქციისა და პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით, პროგრამის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ დაიკმაყოფილონ საკუთარი ცნობისმოყვარეობა, გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება.