20 09 2022 - ზაქარია ფალიაშვილის სარწმუნოება და საეკლესიო - ლიტურგიკული პოზიცია

დამატებითი ინფორმაცია

Facebook

თარიღი

20.09.2022

დრო

18:00 - 19:00

ზაქარია ფალიაშვილის სარწმუნოება და საეკლესიო – ლიტურგიკული პოზიცია

20 სექტემბერს, 18.00 საათზე ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმში გაიმართება ფილოლოგიის დოქტორის, ეკლესიის ისტორიის პროფესორის – ნუგზარ პაპუაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „ზაქარია ფალიაშვილის სარწმუნოება და საეკლესიო – ლიტურგიკული პოზიცია“.

 

ნუგზარ პაპუაშვილი ავტორია კვლევების ქართველი სასულიერო პირების: ამბროსი ხელაიას, გრიგოლ ფერაძის, გაბრიელ ქიქოძის, კალისტრატე ცინცაძის, მღვდელ მიხეილ (მიქელ) თარხნიშვილის შესახებ.

 

მისი სამეცნიერო ნაშრომებია „რელიგიის კარიბჭე“, „საქართველოს ეკლესია ორ მსოფლიო ომს შორის“, „მსოფლიო რელიგიები საქართველოში“.

 

2021 წელს ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოცემაში „მესა“, შესულია ნუგზარ პაპიაშვილის ნაშრომი „კათოლიკე ეკლესია და ქართული კულტურა“.

 

ლექციის ფარგლებში განხილული იქნება: კათოლიკური ეკლესია – გარემო სადაც ზაქარია ფალიაშვილი ჩამოყალიბდა როგორც პიროვნება; რამ განაპირობა ზაქარია ფალიაშვილის მართლმადიდებელი ეკლესიის სამსახურში ჩადგომა; ქართველ კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა მოძრაობა XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში; ზაქარია ფალიაშვილი ეკლესიათა გაერთიანების მომხრე და პროცესის აქტიური მონაწილე.

 

მისამართი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, დ. ბაქრაძის N10.

 

დასწრება თავისუფალია.