
ილია 185 – ღია კარის დღე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში
8 ნოემბერს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელს აღნიშნავს და სტუმრებს „ღია კარის დღეზე“ ელის.
„მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში ტფილისში საზოგადო საქმე არა დაწყებულა რა, საცა ილია თავკაცად არ ყოფილიყოს, თავმრჩევლად, საქმის გადამწყვეტად. ვიდრე გაბრიელ ეპისკოპოსი მეტყველებდა, ვიდრე გრიგოლ ორბელიანი ზემოდან დაყურებდა ახალ თაობათა, ილია ჭავჭავაძეზე მაღლა კიდევ იხსენებოდა სხვისი სახელი, მაგრამ მას შემდეგ, რაკი ესენი მიიცვალნენ, ილია დარჩა პირველ კაცად საქართველოში.“ იონა მეუნარგიას მოგონება.
10:00 – 18:30 მუზეუმი ღიაა დამთვალიერებლებისა და სტუმრებისთვის.
12:00 – 14:00 საგანმანათლებლო პროგრამა „ქალები წარსულიდან“
პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილ მემორიალურ და მრავალფეროვან მასალას და მოისმენენ: ქართველ ქალთა განათლებისა და საგანმანათლბელო პროცესებში ჩართულობის ისტორიას; ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის დამოკიდებულებასა და შეხედულებებს თანამედროვე ქალებსა და ქალთა უფლებების შესახებ; გაიცნობენ XIX საუკუნის კულტურულ და საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწე ქართველ ქალებს; პროგრამა დასრულდება ინტერაქტივითა და მონაწილეთა ჩართულობით.
15.00 – 17:00 საგანმანათლებლო პროგრამა „მარკების საიდუმლო ენა“
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები ნახავენ და მოისმენენ: რატომ და სად შეიქმნა პირველად საფოსტო მარკები მსოფლიოში; XIX საუკუნეში საქართველოში შექმნილი პირველი საფოსტო მარკის „ტიფლისის უნიკას“ შექმნის ისტორიას; მარკების კოლექციონერობაზე – ფილატელიაზე; საინტერესო ისტორიებს მარკების შესახებ; ინფორმაციას მსოფლიოში უნიკალური და ძვირადღირებული მარკების შესახებ.
თარიღი: 8 ნოემბერი, 10.00-18.30 სთ
მისამართი: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, თბილისი, ჯავახიშვილის ქ. N7
დასწრება თავისუფალია.