1 ოქტომბერი ბარათაშვილი - ღია კარის დღე ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

დამატებითი ინფორმაცია

Facebook

თარიღი

01.10.2022

დრო

10:00 - 18:30

ღია კარის დღე ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმის ღია კარის დღე 1 ოქტომბერს დაიწყება 10:00 საათიდან და გაგრძელდება 18:00 საათამდე.
დამთვალიერებლებსა და დაინტერესებულ პირებს ექსკურსიების პარალელურად შეეძლებათ უსასყიდლო მონაწილეობა მუზეუმის სხვადასხვა აქტივობასა და საგანმანათლებლო პროგრამაში.
10.00-18.00 – „გააცოცხლე პერსონაჟები“
მუზეუმის გარეთ მოწყობილ იმპროვიზებულ ფოტოპავილიონში მსურველები მთელი დღის მანძილზე შეძლებენ გააცოცხლონ პერსონაჟები და გადაიღონ ძველი ფოტოსტუდიისთვის დამახასიათებელი სურათები ეპოქალური აქსესუარების გამოყენებით.
14.00 – 15:30 საგანმანათლებლო პროგრამა „ტფილისური ფოტოსალონები“
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით კი, ნახავენ და მოისმენენ: პირველი ფოტოსა და ფოტოაპარატის შექმნის ისტორიას, ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებსა და მათ ღვაწლს ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში, საინტერესო და სახალისო ისტორიებს თბილისური ფოტოსტუდიების შესახებ და პროგრამა დასრულდება სახალისო ფოტოსესიით.
მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17