
„ოქროს ხანის პოეზია“ ხვთისო ზარიძის საჯარო ლექცია
28 ოქტომბერს, 19.00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება ხვთისო ზარიძის საჯარო ლექცია თემაზე „ოქროს ხანის პოეზია“.
საჯარო ლექცია დაეთმობა ქართული პოეზიის განვითარების ევოლუციური ხაზის განხილვას, ქართულ პოეზიაში მნიშვნელოვან ძვრებსა და გარდატეხებს შუა საუკუნეებიდან დღემდე. ლექციაზე განიხილება საეტაპო პოეზიის ნიმუშები ეპოქათა ცვლილების შესაბამისად და ის სოციალურ-კულტურული გარემო, რომელშიც ყალიბდებოდა სხვადასხვა მიმართულებები პოეზიაში, მათი კავშირი თანადროულ დასავლეთ ევროპის მხატვრულ მიმდინარეობებთან.
ქართული პოეზიის განვითარების ხაზის მიმოხილვა გაგრძელდება შუა საუკუნეების ქართული პოეზიის განხილვით (საგმირო პოეზია, სასიყვარულო ეპოსი და ა.შ.).
ქართული პოეზიის განვითარების ხაზის მიმოხილვა გაგრძელდება შუა საუკუნეების ქართული პოეზიის განხილვით (საგმირო პოეზია, სასიყვარულო ეპოსი და ა.შ.).
ხვთისო ზარიძე ისაუბრებს ქართული კულტურის „ოქროს ხანის“ პოეზიაზე, ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ გარემოზე, რომლის პირობებშიც შეიქმნა საეტაპო პოეზიის ნიმუშები. ლექციაზე ასევე განიხილება შუა საუკუნეების მსოფლიოში მნიშვნელოვანი კულტურული ძვრები, გავრცელებული ჟანრები, მიმდინარეობები და მათი გავლენა ამ პერიოდის ქართული პოეზიის ფორმირებაზე.
მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. N4
დასწრება თავისუფალია.