19 ოქტომბერი ფალიაშვილი - თეა მუქერიას საჯარო ლექცია "ბაროკოს მუსიკის საშემსრულებლო სტილი"

დამატებითი ინფორმაცია

Facebook

თარიღი

19.10.2022

დრო

19:00 - 20:00

თეა მუქერიას საჯარო ლექცია “ბაროკოს მუსიკის საშემსრულებლო სტილი”

19 ოქტომბერს, 19.00 საათზე თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება მუსიკოსის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის – თეა მუქერიას საჯარო ლექცია „ბაროკოს მუსიკის საშემსრულებლო სტილი“.
საჯარო ლექციაზე განხილული იქნება – ბაროკოს მუსიკის საშემსრულებლო სტილი; თუ რას ნიშნავს ავთენტიკური შესრულების მანერა; რამდენად განსაზღვრავს შესრულების ავთენტიკურობას ისტორიული მუსიკალური ინსტრუმენტები.
მისამართი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, დ. ბაქრაძის N10.
დასწრება თავისუფალია.