24 სექტემბერი - ეკატერინე სურმავას საჯარო ლექცია "ლეგენდა არ კვდება - ვერა წიგნაძე"

დამატებითი ინფორმაცია

Facebook

თარიღი

24.09.2022

დრო

18:00 - 19:00

ეკატერინე სურმავას საჯარო ლექცია “ლეგენდა არ კვდება – ვერა წიგნაძე”

24 სექტემბერს, 18:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი ეკატერინე სურმავა ისაუბრებს ვერა წიგნაძის შემოქმედებაზე და მის როლზე ქართული ბალეტის განვითარებაში.
24 სექტემბერი ქართველი ბალერინას, ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორის, საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ვერა წიგნაძის დაბადების დღეა.
პრიმა-ბალერინა ვერა წიგნაძე ქართული საბალეტო ხელოვნების ყველაზე დიდ შემომქმედადაა აღიარებული. მისი და ვახტანგ ჭაბუკიანის დუეტი დაუვიწყარია. ყველა, ვისაც ეს წყვილი სცენაზე ერთად უნახავს, ერთხმად აღიარებს, რომ ისინი სცენის ნამდვილი ჯადოქრები იყვნენ. ვერა წიგნაძეს ვახტანგ ჭაბუკიანის „დეზდემონასაც“ უწოდებენ და სრულიად სამართლიანად. მისი შეუდარებელი ტექნიკის წყალობით, ბალერინა მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცა, ვახტანგ ჭაბუკიანისთვის კი, შეუცვლელი პარტნიორი გახდა.
მისამართი: თბილისი, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23.
დასწრება თავისუფალია.