
“საქართველო-რუსეთის ურთიერთობები XIX საუკუნეში” გიორგი ჯავახიშვილის საჯარო ლექცია
28 სექტემბერს, 18.00 საათზე თბილისის მუზეუმების გაერთიანების ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება ისტორიკოს გიორგი ჯავახიშვილის საჯარო ლექცია თემაზე “საქართველო-რუსეთის ურთიერთობები XIX საუკუნეში”.
ღონისძიების ფარგლებში მიმოხილული იქნება ისტორიული არჩევანი, რომელიც განპირობებული იყო XVIII საუკუნის ბოლოს საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით; ქართული პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი იდეების ევოლუციური განვითარება 1800-იანი წლებიდან 1845 წლამდე; რუსული ანექსიის გავლენა ეპოქაზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის პიროვნებასა და შემოქმედებაზე; ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი XIX საუკუნის ეროვნულ მოძრაობაში.
მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17.
დასწრება თავისუფალია.