
ვ. ჭაბუკიანის მუზეუმის განახლებული ექსპოზიციის გახსნა
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმის
განახლებული ექსპოზიცია მოწვეული სტუმრებისა
და დამთვალიერებლისათვის გახსნილად 2017 წლის 27 თებერვალს, სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს, 12:00 სთ-ზე გამოცხადდება.
ღონისძიების ფარგლებში, პირველად გამოიფინება დიდი ქართველი ბალეტმეისტერის სასცენო კოსტიუმები ისეთი
წარმატებული სპექტაკლებიდან, როგორებიცაა „წითელი ყაყაჩო”, „ცეცხლის ცეკვა მაშხალებით”, „ოტელო”, „რაიმონდა”, „ლაურენსია”, „ტარას ბულბა”, „კორსარი”, „კარმენი”, „დონ-კიხოტი” და „ბაიადერა”.
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის 83/23