COVER 3 - გამოფენა „ლატავრა" - 90 წლის შემდეგ

დამატებითი ინფორმაცია

Facebook

თარიღი

16.03.2017

დრო

19:00 - 21:00

გამოფენა „ლატავრა” – 90 წლის შემდეგ

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 2017 წლის 16 მარტს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „ლატავრა” შექმნიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.

გამოფენის თარიღად, სიმბოლურად, საოპერო სპექტაკლის პირველი დადგმის პრემიერის დღე შეირჩა. (რეჟისორი – სანდრო ახმეტელი, ლიბრეტოს ავტორი – სანდრო შანშიაშვილი, მხატვარი – ირაკლი გამრეკელი, დირიჟორი – ივანე ფალიაშვილი. პრემიერა შედგა 1928 წლის 16 მარტს.

ექსპოზიციაზე გამოფენილი იქნება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმის ფონდში დაცული უნიკალური მასალა.

დასწრება თავისუფალია