თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი განახლებული ექსპოზიციით 2020 წლის 22 ივლისს გაიხსნა.
სამუზეუმო მემორიალური სივრცის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებისას სრულად იქნა დაცული როგორც ბინა – მუზეუმის მემორიალური თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები.
მუზეუმში საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული და ინსტალაციები გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და ბიოგრაფიის ქრონოლოგიურ გეგმას მიჰყვება.

















