„ქართული ბალეტის გზა: ჭაბუკიანიდან ანანიაშვილამდე“

ინსტაგრამის სთორის ზომა - „ქართული ბალეტის გზა: ჭაბუკიანიდან ანანიაშვილამდე“
27 თებერვალს, 13:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეს, გაიმართება ღონისძიება – „ქართული ბალეტის გზა: ჭაბუკიანიდან ანანიაშვილამდე“.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმარი – ნინო ანანიაშვილი – ისაუბრებს როგორც ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებაზე, ასევე საკუთარ შემოქმედებით გზაზე, ქართული ბალეტის განვითარებასა და საერთაშორისო წარმატებაზე.
მომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მის მიერ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით აღდგენილ საბალეტო სპექტაკლებს -„გორდა“, „ლაურენსია“ და „ოტელო“.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი, დავით აღმაშენებლის გამზირი 83/23 მეორე სადარბაზო, მესამე სართული.