გალაკტიონის აივნიდან

აივნიდან აპი scaled - გალაკტიონის აივნიდან

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმის შემეცნებითი ტური „გალაკტიონის აივნიდან“ კომბინირებული ტიპის საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობაა, რომელიც მუზეუმში იწყება და საფეხმავლო ტურით  მუზეუმს გარეთ გრძელდება.

შემეცნებითი ტურის მიზანია მონაწილეებს  გალაკტიონ ტაბიძის ჩანაწერებში შემონახული თბილისი გააცნოს. პოეტის აივნიდან დანახული, ყოფილი ჟორესის, ამჟამად მარჯანიშვილის ქუჩა იმ შენობათა ისტორიებით გააცოცხლოს, რომელთაც უშუალოდ უკავშირდებოდა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება. როგორ შეიცვალა ათწლეულების წინანდელი თბილისის ეს კონკრეტული უბანი და როგორი იყო ის გალაკტიონის დროს მოგიყვებით ჩვენს საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურში „გალაკტიონის აივნიდან“.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20

◈ ასაკობრივი ჯგუფი: 12 წლიდან

◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი

◈ პარასკევი, 12:00 საათი

◈ ღირებულება: 10 ლარი

◈ ქ.თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. N 4

◈ 557 49 88 67 | (+995 32) 2 305 001