ქართული მუსიკის ისტორია

მუსიკის ისტორია ქართული პროგრამა - ქართული მუსიკის ისტორია

იცოდით, რომ ქართული სიმღერა კოსმოსშია გაგზავნილი?

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული მუსიკის ისტორია“ მოგითხრობთ: რა გზა გაიარა ქართულმა მუსიკამ დასაბამიდან დღემდე, როგორ მოაღწია ჩვენამდე უძველესმა საგალობლებმა, რა არის რომანსი და  როგორ გაჩნდა ოპერა თბილისში.

საგანმანათლებლო პროგრამა მონაწილეებს გააცნობს ქართული მუსიკის ისტორიას სათავეებიდან (საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ინსტრუმენტიდან მოყოლებული) დღევანდელობამდე. რა გზა გაიარა ქართულმა მუსიკალურმა შემოქმედებამ საგალობლიდან ოპერამდე, როგორ წერდნენ მუსიკას შუა საუკუნეებში, რატომ უწოდებდნენ თბილისს „ოპერის ქალაქს“ და რა თავისებურებები გამოარჩევს ქართულ მუსიკას.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენებით მოისმენენ არაერთ საეტაპო მნიშვნელობისა და განსხვავებული ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებს.

საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება აქტივობით, მონაწილეები თავად შეასრულებენ  საქართველოს  ეროვნულ ჰიმნს.

 

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20

◈ ასაკობრივი ჯგუფი: 10 წლიდან

◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი

◈ ოთხშაბათი: 12:00 საათი

◈ ღირებულება: 10 ლარი

◈ ქ.თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩა N10

◈ 557 49 88 67 | (+995 32) 2 305 001