ქართული ანბანის თავგადასავალი

ანბანი ქართული პროგრამა - ქართული ანბანის თავგადასავალი

როდიდან დაიწყეს ადამიანებმა წერა და როგორია დამწერლობის პირველი ნიმუშები? რას ნიშნავს  ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა?

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული ანბანის თავგადასავალი“ გაგაცნობთ ერთ-ერთი უძველესი დამწერლობის შექმნისა და განვითარების ისტორიას – ქართული ანბანის სამ სახეობას, რომელიც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია  შესული.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ენისა და დამწერლობის პოპულარიზაციას.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები ქართული დამწერლობის განვითარების ისტორიასთან ერთად, გაეცნობიან ქართული ენის რეფორმის და ქართული შრიფტის შექმნის წინაპირობებს, ბეჭდური წიგნის უძველეს ნიმუშებს. შეაფასებენ ქართული ანბანის თავისებურებებს, იმსჯელებენ მსოფლიოში გავრცელებულ დამწერლობის სისტემებზე და დამოუკიდებლად შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებას.

პროგრამის ბოლოს მონაწილეებს ეცოდინებათ დამწერლობის ძველი და არსებული  სისტემები,  ქართული ანბანის სახეობები და ამ სახეობებით (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული) შექმნილი ქართული  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

 

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20

◈ ასაკობრივი ჯგუფი: 10 წლიდან

◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი

◈ ორშაბათი, 12:00 საათი

◈ ღირებულება: 10 ლარი

◈ ქ.თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7

◈ 557 49 88 67 | 595 08 36 93 | (+995 32) 2 305 001