გითამაშიათ მუზეუმში?
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო თამაშს „სიტყვების ალქიმია“, რომელიც გათვლილია ლოგიკური მსჯელობისა და უნარების განვითარებაზე.
ვიზუალური მასალის საშუალებით მონაწილეები თამაშ-თამაშით ამოხსნიან და შექმნიან გამოცანებს, რებუსებს, შარადებს.
დაასრულებენ ანდაზებს და სახალისო თამაშით გაეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურულ ხერხს.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად
◈ მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 9 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ოთხშაბათი, 12:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ.თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17
◈ 557 49 88 67 | 599 12 88 82 | (+995 32) 2 305 001