რატომ ცეკვავს ადამიანი ან როგორ შეიქმნა ცეკვა?
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა „რიტუალიდან ბალეტამდე“ გაგაცნობთ პირველი მოცეკვავის გამოსახულების შექმნის ამბავს, რიტუალიდან ფოლკლორულ ცეკვამდე განვლილ გზას, ბალეტის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას საქართველოში.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები გაიგებენ თუ როდის გაჩნდა პირველად ცეკვა, როგორი იყო მისი გამომსახველობითი ფორმები და რამ შეუწყო ხელი ცეკვის სხადასხვა სახეობის განვითარებას. რით განსხვავდება ერთმანეთისგან სამეჯლისო, ნაციონალური თუ კლასიკური ცეკვები, სად და როდის ჩამოყალიბდა ბალეტი და ვინ განავითარა ის საქართველოში.
პროგრამის დასასრულს მონაწილეები თავად „შექმნიან“ სხვადასხვა საცეკვაო კოსტუმს.
მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 6 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ სამშაბათი, 12:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 83/23
◈ 557 49 88 67 | (032) 2 30 50 01