გიფიქრიათ რა არის ცივილიზაცია? რატომ უკავშირდება უძველესი ცივილიზაციები აღმოსავლეთს და რა კავშირი აქვს მასთან საქართველოს?
ცივილიზაცია მაღალგანვითარებულ მმართველობას, კულტურას, ინდუსტრიას და საერთო სოციალურ ნორმებს გულისხმობს. ცივილიზებულ საზოგადოებას, ან ქვეყანას რომელსაც განვითარებული კულტურა, ცხოვრების წესი და რაც მთავარია დამწერლობა აქვს.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ- მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა „აღმოსავლური ცივილიზაციის კვალდაკვალ“ მოგვითხრობს უძველესი ცივილიზაციების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში. უძველესი აღმოსავლური ენების შესწავლა დაკარგული სამყაროს აღმოჩენას ჰგავს. ის წარმოდგენას გვიქმნის ამ ხალხების კულტურაზე, ისტორიასა და აზროვნებაზე, მათ რწმენასა და წეს-ჩვეულებებზე.
პროგრამის მონაწილეები ვიზუალური მასალის გამოყენებით გაეცნობიან: სად და როგორ შეიქმნა ლურსმნული დამწერლობა, რას მოგვითხრობს უძველეს ბიბლიოთეკებში აღმოჩენილი ტექსტები და რა აღმოჩენები უკავშირდება ძველაღმოსავლურ ცივილიზაციებს.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 10 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ხუთშაბათი, 12:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ.თბილისი, დ.უზნაძის ქ. N2
◈ 557 49 88 67 | (+995 32) 2 305 001