თეზისების მიღება: ICOM DEMHIST-ის, ICOM MPR-ის, ICOM საქართველოსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია

The Crossroads gpj - თეზისების მიღება: ICOM DEMHIST-ის, ICOM MPR-ის, ICOM საქართველოსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია

2024 წლის 25-29 სექტემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანება გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე “სახლ-მუზეუმები გზაჯვარედინზე: როგორ გავაძლიეროთ სოციალური ცვლილებები?”

კონფერენცია ორგანიზებულია ICOM საქართველოს, ICOM-ის ორი საერთაშორისო კომიტეტის – DEMHIST-სა და MPR-ისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთობლივი თანამშრომლობით.

2024 წლის კონფერენცის “სახლ-მუზეუმები გზაჯვარედინზე: როგორ გავაძლიეროთ სოციალური ცვლილებები?” ძირითადი თემებია:

როგორ შეუძლიათ სახლ-მუზეუმებს უპასუხონ საზოგადოებასთან კომუნიკაციის გამოწვევას?

როგორ პარტნიორობასა და თანამშრომლობას ვახორციელებთ ტრანსფორმაციული პროგრესისთვის?

რა შესაძლებლობებისა და საფრთხეების წინაშე ვდგავართ საერთო კავშირებისა და ინტერესების განვითარებისას სოციალური ცვლილებების გაძლიერების მიზნით?

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია მოხსენების, პოსტერის, მრგვალი მაგიდის, ვორკშოპისა და სხვა, ფორმატის საშუალებით.

კონფერენციაში მონაწილეობისთვის ICOM-ის ან DEMHIST-ის ან MPR-ის წევრობა აუცილებელი არ არის, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ ICOM-ის წევრებს.

თეზისების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 15 აპრილი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/cdvP8

 

კონფერენციის ორგანიზატორები: DEMHIST – ICOM-ის სახლ-მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი MPR – ICOM-ის სამუზეუმო მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომიტეტი ICOM საქართველოს ეროვნული კომიტეტი თბილისის მუზეუმების გაერთიანება