ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში გამოცემა – „ილიას თბილისი“ პრეზენტაცია გაიმართა

750 1908 scaled - ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში გამოცემა - „ილიას თბილისი“ პრეზენტაცია გაიმართა

2023 წლის 21 დეკემბერს, ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში, ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოცემის  – „ილიას თბილისი’’ პრეზენტაცია გაიმართა.

„ილიას თბილისი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოცემების სერია – „თბილისის“ მეოთხე წიგნია. საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია ამ სერიის პირველი სამი გამოცემა: „გალაკტიონი და თბილისი“, „ილია და თბილისი“, „ნიკოლოზ ბარათაშვილი და თბილისი“.

გამოცემა „ილიას თბილისი“ ილია ჭავჭავაძისა და თბილისის სიყვარულის ისტორიაა, თბილისური ამბების, ქალაქის ურბანული ქრონიკებისა და ინიციატივების ერთიანობაა.

წიგნში წარმოდგენილი ინფორმაცია ილიას, როგორც თბილისზე შეყვარებული ადამიანის იმ განცდებსა და მის თანამედროვეთა მოგონებებზე მოგვითხრობს, რომელსაც პოეტის უამრავი ჩანაწერი ინახავს და რომელიც სხვადასხვა ფონდებსა და კოლექციებში ინახება.

წიგნში წარმოდგენილი ექსპონატები და ფოტოები დაცულია თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში, ხოლო გამოცემაში წარმოდგენილი ხელნაწერები და საარქივო დოკუმენტაცია დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს პრალამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში.

წიგნი გააფორმა მხატვარ დიზაინერმა – ნინო ანდრიაშვილმა

ფოტო: მირიან კილაძე; ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია

წიგნის შეძენა შესაძლებელია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში და ასევე თბილისის წიგნის მაღაზიებში.