გამოცემა „ილიას თბილისი“ ილია ჭავაჭავაძისა და თბილისის სიყვარულის ისტორიაა, თბილისური ამბების, ქალაქის ურბანული ქრონიკებისა და ინიციტივების ერთიანობა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მთავარი მისია გარდა სამუზეუმო ფასეულობათა დაცვა შენახვისა და კულტურული მემკვიდრეობის თაობიდან თაობაზე გადაცემისა, კვლევითი საგანამანთლებლო ასპექტიცაა.
თბილისის კვლევა თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთი კვლევითი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია უკვე სამი წიგნი.
გამოცემა „ილიას თბილისი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოცემების სერია – „თბილისის“ მეოთხე წიგნია.
საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია ამ სერიის პირველი სამი გამოცემა: „გალაკტიონი და თბილისი“, „ილია და თბილისი“, „ნიკოლოზ ბარათაშვილი და თბილისი“.
წიგნში წარმოდგენილი მასალა დაცულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ფონდში.
მხატვარ-დიზაინერი: ნინო ანდრიაშვილი
ფოტო: მირიან კილაძე, ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია
გამომცემლობა: შ.პ.ს. „სეზანი“
ღირებულება: 29 ლარი