ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში მალხაზ ერქვანიძის საჯარო ლექცია ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადატანის პერიპეტიები და ქართული სამუსიკო სისტემა გაიმართა

DSC 9496 scaled - ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში მალხაზ ერქვანიძის საჯარო ლექცია ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადატანის პერიპეტიები და ქართული სამუსიკო სისტემა გაიმართა

16 ნოემბერს, ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში, ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში „თბილისის ბაროკო ფესტივალთან“ თანამშრომლობით სოციალურ მეცნიერებათა დოქტორ მალხაზ ერქვანიძის საჯარო ლექცია – „ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადატანის პერიპეტიები და ქართული სამუსიკო სისტემა“ გაიმართა.

საჯარო შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადატანის ისტორისა და ქართული სამუსიკო სისტემის მნიშვენლობაზე  ისაუბრა. სიმბოლურია, რომ ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურლ მემორიალურ მუზეუმში დაგეგმილი შეხევდრა ისტორულ მნიშვნელობასაც ატარებდა, რადგანაც ამ სახლში 1891 წელს მოეწყო  პირველი სტამბა, სადაც სანოტო სისტემით ბეჭდვა გახდა შესაძლებელი, სადაც მუშაობა გააგრძელა „მაქსიმე შარაძისა და ამხანაგობის“ მიერ დაარსებულმა სამკითხველო და სამგალობლო კაბინეტმაც, სადაც ფილიმონ ქორიძე ასწავლიდა ქართულ სიმღერასა და გალობას.

მალხაზ ერქვანიძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებისა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლესი სასწავლებლის ერთ-ერთი სახელოსნოს ხელმძღვანელი, ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის დამაარსებელი და რეგენტია.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც მუზეუმში თანამედროვე კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციები იმართება, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქის მნიშვნელობის წარმოსაჩენად.