2023 წლის 16 ოქტომბერს ნიუ-იორკის ქალაქის მუზეუმში (MCNY) ქალაქის მუზეუმების კომიტეტის (CAMOC) ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „შეცვლილი ქალაქები, შეცვლილი მუზეუმები “გაიხსნა.
ქალაქის მუზეუმების კომიტეტის (CAMOC) მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ერთ ერთი დიდი კომიტეტია, რომელიც აერთიანების ქალაქის მუზეუმებსა და მუნიციპალურ სამუზეუმო გაერთიანებებს. თბილისის მუზეუმების გაერთიანება ქალაქის მუზეუმების კომიტეტს 2023 წლის გაზაფხულზე შეუერთდა.
ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „შეცვლილი ქალაქები, შეცვლილი მუზეუმები” სამი დღის მანძილზე გრძელდება და 18 ოქტომბრის სესიაზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ სამუზეუმო სფეროს ექსპერტებსა და მსმენელებს გააცნო თბილისის მუზეუმების გაერთიანების ისტორია და მნიშვნელობა და წარუდგინა მოხსენება „პიროვნების ისტორიიდან – ქალაქის ისტორიამდე“.
„ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ საქართველო და თბილისი, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მაგალითზე. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, გარდა სამუზეუმო ფასეულობათა დაცვა შენახვისა და კულტურული მემკვიდრეობის თაობიდან თაობაზე გადაცემისა, საქართველოს დედაქალაქის ისტორიული კონტექსტის კვლევა, საგანამანთლებლო რესურებად ქცევა და ქალაქის ისტორიის მაგალითზე ახალი მუზეოგრაფიის შექმნაა. დღევანდელი ჩვენი საკონფერენციო თემა ყველაზე ნათალდ გამოხატავს მეცხრამეტე საუკუნის თბილისისა და თანამედროვეობის ისტორიას, წარმოგიდგენთ ილია ჭავჭავვაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმს, სახლს, სადაც შეიძლება ითქვას სახელმწიფოებრიობის, ეპოქის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საუკეთესო მაგალითები გვაქვს თავმოყრილი, რომლის სათავეშიც იდგა ეროვნულ გამათავისუფლებელი ბრძოლის საუკეთესო ლიდერი ილია ჭავაჭავაძე.
ქალაქის ისტორიის მუზეუმების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების ერთგვარი მემატიანეები არიან, რაც დღევანდელობისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინოა ვიდრე როდესმე. მოსახლეობის მზარდი რაოდენობა, კლიმატის ცვლილებები, გლობალური გამოწვევები, ადამიანის უფლებები, ღირებულებები, თანასწორობა და სხვადასხვა მიმართულებით გამოწვეული კრიზისები, მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტორების, რაც აიძულებს ქალაქებს ფეხი აუწყონ და გაითვალისწინონ საკუთარი მომავლის და იდენტობის განსაზღვრისას, მუზეუმებს კი შესაძლებლობას აძლევს დაგეგმონ შესაბამისი აქტივობები და მხარი დაუჭირონ აწყმოს გამოწვევებს – ნათქვამია ქალაქის მუზეუმების კომიტეტის (CAMOC) ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის „შეცვლილი ქალაქები, შეცვლილი მუზეუმები“ პროგრამულ აღწერაში.