2023 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ორგანიზებით პროექტი – „კითხვის 15 წუთი“ ჩატარდა.
წიგნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მუზეუმის თანამშრომლებმა მემორიალური მუზეუმი დაათვალიერებინეს და ის მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები გააცვნეს, რომელიც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს, ეპოქალურ და ისტორიულ კონტექსტს უკავშირდება.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას ასევე შემოუერთდნენ გამომცემლობები – „არტანუჯი“ და „ინტელექტი“, რომლის წარმომადგენლებმაც დამსწრე აუდიტორიას – პირველი და მეხუთე კლასების მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს საგამომცემლო პროცესის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო დიანა ანფიმიადი, რომლის წიგნები და სერთიფიკატები შეხვედრის დასასრულს ბავშებს საჩუქრად გადაეცათ.