„საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები სტუმრად მუზეუმების გაერთიანებაში

DSC 9095 scaled - „საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები სტუმრად მუზეუმების გაერთიანებაში

2023 წლის 13 ოქტომბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს „საქართველოს კარიტასის“ სოციალური დაცვის პროგრამის ხანდაზმულთა დღის ცენტრ ,,ჰარმონიის” პროექტის ბენეფიციარები ესტუმრნენ.

პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდათ ექსკურსია მუზეუმში და ასევე ჩაერთვნენ საგანმანათლებლო – შემეცნებით პროგრამაში – „ფოლკლორის სამყაროში“. პროგრამის მსვლელობისას მათ მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახეს და მოისმინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური საკრავების ჟღერადობა და გაეცვნენ მათი შექმნის ისტორიას. პროგრამა გუნდებს შორის სახალისო შეჯიბრებით დასრულდა.