თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებს მასწავლებლები თავიანთი მოსწავლეებთან ერთად ესტუმრნენ, დამთვალიერებლებს ჩაუტარდათ ექსკურსიები, მოისმინეს და გაეცვნენ მემორირებული პირების ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, ასევე ჩაუტარდათ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები.
მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლიდან იღებს და ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში პედაგოგები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. თბილისის მუზეუმების გაერთიანება უკვე წლებია მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და ყველა დაინტერესებულ პირს მუზეუმებში უსასყიდლოთ მასპინძლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებით.