ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმის თანამშრომლობით ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის თანამშრომლობით 29 სექტემბერს გოგი გვახარიას საჯარო ლექცია -„გამოხატვის თავისუფლება“ გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მსჯელობაში ასევე ჩაერთნენ ახალგაზრდები გარდაბნიდან და მაღალმთიანი აჭარის სოფლებიდან, რომლებიც შეხვედრაზე დასასწრებად ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით ჩამოვიდნენ.
დისკუსიათა ციკლის მიზანია, თანამშრომლობის გზების გამონახვა ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და გადწყვეტილების მიმღებ პირებს შორის და ერთიანი ძალისხმევის ხელშეწყობა თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის.