2023 წლის 14 – 16 სექტემბერს 2023 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქ ტიმიშოარაში სამუზეუმო სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსი, ევროპის მუზეუმების აკადემიის ყოველწლიური კონფერენცია EMA 2023 გაიხსნა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანებას, EMA 2023 კონფერენციაზე, თბილისის მუზეუმების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე წარადგენს. კონფერენციის საპრეზენტაციო თემაა თბილისის მუზეუმების გაერთიანების განახლებული მუზეუმები, საგამოფენო მუზეოგრაფია და საგანმანათლებლო მიმართულება.
ევროპის მუზეუმების აკადემია (EMA) 2009 წელს დაფუძნდა მუზეოლოგის კენეტ ჰადსონის სახელის პატივსაცემად და მასში გაერთიანებულია სამუზეუმი საქმის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, ევროპის მუზეუმთა ხელმძღვანელები, სამუზეუმო და საგამოფენო საქმის თეორეტიკოსები კურატორები და სხვა.
2023 წლის EMA კონფერენცია რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში გაიხსნა, ტიმიშოარა ევროკავშირის მიერ 2023 წლის ევროპის კულტურის დედექალაქადაა აღიარებული. ევროკავშირის ინიციატივა, დაასახელოს ყოველწლიურად რომელიმე ქალაქი კონტინენტის კულტურული ცხოვრების ცენტრად, ფასეულობების, კულტურისა და შესაძლებლობების განვითარება – გავრცელებას გულისხმობს და 1985 წლიდან მოქმედებს.
EMA 2023 საკონფერენციო პროგრამა აერთიანებს კონფერენციის ძირითადი მომხსენებლების პრეზენტაციებს, შეხვედრებს, დისკუსიებს, სამენტორო სესიებს, გასვლით სამუშაო შეხვედრებს ტიმიშოარას სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სამუზეუმო სივრცეში.