თბილისის მუზეუმების გაერთიანების მემორიალურ სახლ – მუზეუმებს უკრაინის, ქალაქ ლვოვის მუსიკალური აკადემიის პედაგოგები და მოსწავლეები ეწვივნენ.
უკრაინელი სტუმრები საქართველოში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით 9 სექტემბრამდე დარჩებიან და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრებიან.
უკრაინელი სტუმრები 4 და 6 სექტემბერს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმსა და კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ კოლეგებთან ერთად სტუმრებს მუზეუმების ეპოქალური კონტექსტი და მემორირებული პირების ისტორია გააცვნეს.
მუზეუმებში სტუმრობის ფარგლებში მოსწავლეებს, მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები „სიმბოლოების ენა“ და „იალქნებიდან სამოსამდე“ ჩაუტარდათ.
ლვოვის მუსიკალური აკადემიის მოსწავლეება და პედაგოგებმა, მუსიკალური კონკურსის Mykola Lysenko Lviv national music academy, „ლვოვის ახალგაზრდა ნიჭიერი“ გამარჯვებულებთან ერთად მუზეუმების დათვალიერებისას სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.