ქართველი და ფრანგი კომპოზიტორი ქალები

DSC 7105 scaled - ქართველი და ფრანგი კომპოზიტორი ქალები

4 აგვისტოს, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პიანისტ – თეა მარიამიძე-დიკეროს საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „ქართველი და ფრანგი კომპოზიტორი ქალები“.

მოწვეულმა სტუმარმა XX საუკუნის დასაწისის საფრანგეთსა და საქართველოში პროფესიული განათლების კუთხით არსებულ ვითარებასა და  ქალთა უფლებებზე ისაუბრა.

თეა მარიამიძე-დიკერომ დამსწრე აუდიტორიის წინაშე პირველ ფრანგ ქალ პედაგოგსა და კომპოზიტორზე, პიანისტს ელენ დე მონჟეღუს შესახებ ისაუბრა, რომელიც პარიზის ახლად დაარსებულ კონსერვატორიაში ვაჟთა კლასებს ასწავლიდა. მის სახელს უკავშირდება, ასევე, პირველი საფორტეპიანო მეთოდის სახელმძღვანელოს „პიანო-ფორტეს სრული კურსის“ შექმნა.

მომხსენებელმა ლექციაზე ფრანგი და ქართველი კომპოზიტორი ქალების შემოქმედებაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის: მელანი ბონისის, სესილ შამინადის, ლილი ბულანჟერის, ჟერმენ ტაიფერის, ბარბარე ამირეჯიბის, თამარ ვახვახიშვილის შესახებ.

ლექციის დასასრულს მოწვეულმა სპიკერმა თავად შეასრულა ქართველი და ფრანგი კომპოზიტორი ქალების საფორტეპიანო ნაწარმოებები.