ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის თანამშრომლობით 28 ივლისს, საჯარო დისკუსიათა ციკლის „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ“, რიგით მეოთხე საჯარო შეხევდრა გაიმართა თემაზე – „ყველა ადამიანი თანასწორია“.
მომხსენებლად მოწვეული იყო რუსუდან გოცირიძე, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რომელმაც რწმენის თავისუფლებაზე ისაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა წარმომადგენლები, ასევე ლაგოდეხისა და ნინოწმინდის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც თანასწორობაზე, ღირსებასა და ურთიერთპატივისცემაზე იმსჯელეს.
დისკუსიათა ციკლის მიზანია, თანამშრომლობის გზების გამონახვა ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და გადწყვეტილების მიმღებ პირებს შორის და ერთიანი ძალისხმევის ხელშეწყობა თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის.