2023 წლის 20 ივლისს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში განთავსებულ რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ და აღნიშნული ლაბორატორიის რესტავრატორმა თამარ დვალიშვილმა – bp-ის სოციალური ინვესტიციების პროგრამების ლიდერს საქართველოში – ეთერ კვირიკაშვილსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს CTC-ის აღმასრულებელ დირექტორს – ირინა ხანთაძეს უმასპინძლეს.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში პროექტის “მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში” ფარგლებში თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულში არსებული რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უახლესი აპარატურით აღიჭურვა, რაც თბილისის მუზეუმების გაერთიანებას შესაძლებლობას მისცემს იმუშაოს თანამედროვე სტანადრთებითა და გააფართოოს საქმიანობა სამუზეუმო ფასეულობა კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია-კონსერვაციის კუთხით.
პროექტი დაფინანსებულია bp-ის მიერ სოციალური ინვესტიციების პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში, რაც საშუალებას მისცემს გააფართოვოს აუდიოტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა.