2023 წლის 13 ივლისს, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ,,ფლირტის საღამო” გაიმართა.
ფლირტი ანუ ,,ყვავილების ენა” XIX საუკუნეში საქართველოში, ლიტერატურული სალონების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი გახლდათ. სამაგიდო თამაშის წესი ასეთია: სულ 36 ქარდია და თითოეულ ბარათზე 15-20 ფრაზაა. მონაწილეები ბარათების დასტიდან თავად იღებენ რამდენიმე ბარათს. როცა მოთამაშეს ვინმესთან საუბრის გაბმა სურს, აწვდის ბარათს, რომელზეც სასურველი ფრაზა წერია და მოსაუბრეს ეუბნება იმ ყვავილის დასახელებას, რომელიც ფრაზის ,,ავტორია”. ისიც იგივე წესით პასუხობს, ან უპასუხოდ ტოვებს. უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში მოთამაშე სხვა ადრესატს ირჩევს და შეეცდება ფლირტის გაბმას. ის მოთამაშე, რომელიც ყველა ბარათს გასცემს და თავად უპასუხოდ/უბარათოდ რჩება, თამაშს ეთიშება.
ფლირტი აღმოსავლური (სპარსული) თამაშია. ევროპაში, ორი ადამიანის ჩანაწერების შედეგად მოხვდა. მათგან ერთ-ერთი ლედი მერი იყო, ბრიტანეთის ელჩის მეუღლე სტამბულში. 1717 წელს მან ფლირტი თავის წერილებში, როგორც ,,სიყვარულის საიდუმლო ენა” აღწერა. ჩანაწერი, 1763 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. განსაკუთრებით დააინტერესა ვიქტორიანული ინგლისისა და საფრანგეთის არისტოკრატული საზოგადოება.