თბილისის მუზეუმების გაერთიანების საფეხმავლო-შემეცნებით ტურში “ნობელიანტები თბილისში”, ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენციის მაღალი რანგის სტუმრებმა და მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებმა მშვიდობის დარგში – უიდედ ბუშამაუიმ და დოქტორ რუთ მიჩელმა მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის მონაწილეებს და მათ შორის ზეინაბ ბადავის, კიარა კორაცას, ალექსანდა ფიბიგს, ჯოი ნომასა და გულიამ კოლაკოვას მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ უმასპინძლა.
საფეხმავლო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს: ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი და ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.
ტურის „ნობელიანტები თბილისში“ მიზანია მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე აღვადგინოთ და გავაცოცხლოთ საქართველოს არქივებსა და მემუარებში დაცული მასალა და თხრობაში ჩავრთოთ ის ტურისტული და სამუზეუმო ობიექტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად კავშირში არიან ნობელიანტთა სტუმრობასთან თბილისსა და საქართველოში.
წარმოდგენილი მარშრუტი მოიცავს მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე საქართველოს ისტორიის შესწავლის ახლებური შესაძლებლობების წარმოჩენას, ქვეყნის მხატვრული, კულტურული, საგანმანათლებლო და აკადემიური საქმიანობის შესახებ, რომელიც ტურის მონაწილეს აღმოაჩენინებს უცხო და საინტერესო სტუმრების თვალით დანახულ თბილისსა და ქვეყნის მნიშვნელოვნებას ევროპული ინტერესების ოჯახში.
ნობელის პრემიის ლაურეატები საქართველოსს “თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში” სტუმრობენ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციტივით გასულ წელს დაფუნძდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით უკვე მეორედ გაიმართა.