სიმბოლოების ენა

ენა - სიმბოლოების ენა

იცით რა არის სიმბოლო და რა სახით გვხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ადამიანები მუდმივად უამრავ სიმბოლოს ვიყენებთ კომუნიკაციისთვის, რაც აადვილებს სივრცეში ორიენტაციას, სიახლის მიღებას, შემეცნებას, ემოციებისა და გრძნობების გამოხატვას. ყველა ასეთ სიმბოლოს შეესატყვისება შესაბამისი ნიშანი. ეს სიმბოლოები დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა, ამიტომ მათ შექმნას თავისი საინტერესო ისტორია და საფუძველი აქვს.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში  გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას „სიმბოლოების ენა“.

სიმბოლოები  არ ხსნიან ცნებებს  ისე როგორც ამას ენა განმარტავს.  მათი საშუალებით  ცნებები უფრო გასაგები ხდება. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ სიმბოლოები უფრო მეტად მოქმედებენ ადამიანის ქვეცნობიერ აზროვნებაზე. ამდენად, სიმბოლოები შუამავლობს ხილულსა და უხილავს შორის, კონკრეტულსა და აბსტრაქტულს შორის, ისინი ხელს უწყობენ რეალობის გააზრებას და შემეცნებას. მსგავს სიმბოლოებს ვხდებით საზოგადოებრივი საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები ვიზუალური მასალის საშუალებით  გაეცნობიან: მსოფლიოში დამკვიდრებული სხვადასხვა სიმბოლოის ისტორიასა და მნიშვნელობას.

პროგრამის დასასრულს მონაწილეები ქაღალდისგან დაამზადებენ სიმბოლოებს და ააწყობენ მობილს (ოთახის მოსართავი მოწყობილობა).

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

  • ◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
  • ◈ ასაკობრივი ჯგუფი: 9 წლიდან
  • ◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • ◈ კვირა, 15:00 საათი
  • ◈ ქ.თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7
  • ◈ ღირებულება: 10 ლარი
  • ◈ 577 27 00 45 | 595 08 36 93 | (+995 32) 2 305 001