ჩვენ ყველა ფერს ვიყენებთ

ყველა ფერს ვიყენებთ - ჩვენ ყველა ფერს ვიყენებთ

გიფიქრიათ რამდენი ფერი არსებობს ბუნებაში?
ან რა ზეგავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ყოველდღიურობაზე?
შეუძლიათ კი ფერებს შეცვალონ ჩვენი გარემო, განწყობა, გარეგნობა…

ბუნებაში ყველაფერს თავისი ფერი აქვს, „ფერთა ატლასის“ მიხედვით სამყაროში 7 ათასი  ფერია, რომელთაგან 4000 – ს   სახელიც კი  აქვს. მათგან ადამიანს მხოლოდ სამი ასეული  ფერის გარჩევა თუ შეუძლია. პირველყოფილი მხატვარი კი მხოლოდ 4 ფერს იყენებდა…

იცოდით, რომ ხშირად ჩვენს  მიერ არჩეული ფერი ჩვენსავე  ხასიათს ააშკარავებს?

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ – მუზეუმში გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ჩვენ ყველა ფერს ვიყენებთ.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მუზეუმის დათვალიერების შემდეგ იმოგზაურებენ ფერად სამყაროში,  გაეცნობიან „ფერთა სიმბოლიკას“ და მასთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს.

პროგრამის დასასრულს მონაწილეები თავად  გააფერადებენ „შავ-თეთრ გარემოს“ და შექმნიან ფერადი სამოსის ორიგინალურ დიზაინს.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

  • ◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
  • ◈ ასაკობრივი ჯგუფი: 5 წლიდან
  • ◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • ◈ შაბათი, 15:00 საათი
  • ◈ ღირებულება: 10 ლარი
  • ◈ ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23
  • ◈ 577 27 00 45 | (032) 2 30 50 01