რა აწუხებს დედამიწას?!
კითხვა, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სვამს და ეძიებს პასუხს. მით უმეტეს, ახლა, როცა მზარდია გარემოზე მავნე ზემოქმედებით გამოწვეული გლობალური საფრთხეები.
დედამიწა, ჩვენი სახლია, ცოცხალი ორგანიზმი და ის უნდა ვაცოცხლოთ, რომ ვიცოცხლოთ.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ვაცოცხლოთ, რომ ვიცოცხლოთ“.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები ვიზუალური მასალის გამოყენებით გაეცნობიან გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ პრობლემებს:
✥ კლიმატური ცვლილებები – გლობალური დათბობა;
✥ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული ბუნებრივი და ხელოვნური კატაკლიზმები;
✥ რა ფაქტორები უწყობს ხელს კატაკლიზმებს;
✥ დაბინძურებული გარემო – ატმოსფერო და წყალი.
მონაწილეები იმსჯელებენ არსებული საფრთხეების შესახებ; რა ზიანს აყენებს ადამიანის ქმედება ბუნებრივ გარემოს და როგორია ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
პროგრამის დასასრულს მონაწილეები შექმნიან პოსტერებს გარემოსდაცვით თემაზე.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
- ◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
- ◈ ასაკობრივი ჯგუფი: 8 წლიდან
- ◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
- ◈ პარასკევი, 15:00 საათი
- ◈ ღირებულება: 10 ლარი
- ◈ ქ. თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17
- ◈ 577 27 00 45 | 599 12 88 82 | (+995 32) 2 305 001