XXI საუკუნეში მსოფლიო გლობალური ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის პლანეტას და თავად ადამიანს. ჰაერის დაბინძურება, გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება… ყველა ეს საფრთხე ჯაჭვური რეაქციით არის ერთმანეთთან დაკავშირებული და მივყავართ ისეთ შედეგებამდე, როგორიცაა ბუნებრივი კატაკლიზმები, ტყის საფარველის თითქმის განახევრება, მიწების ფართომასშტაბიანი გაუდაბნოება, ატმოსფეროსა და წყლის ძლიერი დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების შემცირება.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება“.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მეტი გავიგოთ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ეკოლოგიურ პროცესებზე და პოპულარული გავხადოთ ეკომეგობრული გარემოს შექმნის იდეა.
პროგრამის მონაწილეები ვიზუალური მასალის საშუალებით გაეცნობიან ბუნებრივი ნარჩენების დამუშავების, გამოყენებისა და კვლავწარმოების საშუალებებს.
პროგრამის დასასრულს მონაწლეები თავად შექმნიან ნარჩენებისგან (პოლიეთილენის ცელოფანი, პლასტიკი, ქაღალდი) სხვადასხვა ნამუშევარს.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
- ◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
- ◈ ასაკობრივი ჯგუფი: 10 წლიდან
- ◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
- ◈ პარასკევი, 15:00 საათი
- ◈ ღირებულება: 10 ლარი
- ◈ ქ.თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7
- ◈ 577 27 00 45 | 595 08 36 93 | (+995 32) 2 305 001